მოურინიო: "თუ გუნდში მბაპე გყავს, ძნელია არ მოიგო"

მოურინიო: "თუ გუნდში მბაპე გყავს, ძნელია არ მოიგო"

ახალი ამბები / ფეხბურთი
6-06-2021, 01:44



„რომას“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა და საფრანგეთის ნაკრების შანსები შეაფასა. პორტუგალიელი „მამლებს“ მთავარ ფავორიტად მიიჩნევს და ამის მთავარ მიზეზად მბაპეს ასახელებს.

„თუ თქვენ გუნდში კილიან მბაპე გყავს, ძნელია არ მოიგო. ეს არის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანი, რომელიც იგებს მატჩებს და აშინებს მოწინააღმდეგეებს.

მბაპე შეეცდება ყველაფერი გააკეთოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ ის იქნება.

დიდიე დეშამმა იცის რა უნდა. ისინი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან. ისინი ევრო 2016-ის ფინალში იყვნენ. ვფიქრობ, რომ ფინალამდე ნებისმიერ ეტაპზე გამოვარდნა მათთვის წარუმატებლობა იქნება. არ მჯერა, რომ დეშამი კითხულობს ან უსმენს სხვების ნათქვამს. ვფიქრობ, მან უბრალოდ იცის რა სურს. მას აქვს სერიოზული პრინციპები. ყველა მოთამაშემ მას პატივი უნდა სცეს. თუ ვინმე ამას არ გააკეთებს, მაშინ იგი სასტარტოში ვერ მოხვდება.

როდესაც ასეთი დისციპლინაა და თითოეული მოთამაშე აკეთებს იმას, რისი დანახვაც მწვრთნელს სურს, გუნდი ძალიან, ძალიან ძლიერი ხდება.

მე ვერ ვხედავ მათ სისუსტეებს. თუ საჭირო იქნებოდა გუნდის დასახელება, რომელიც მოიგებს ტურნირს, მაშინ საფრანგეთს დავასახელებდი, რადგან მათ ფანტასტიკური შემადგენლობა ჰყავთ.

საფრანგეთმა ევროპის ჩემპიონატი უნდა მოიგოს, თუ ასე არ მოხდა, მათთვის ტურნირი წარუმატებლად ჩაითვლება“. - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს The Sun.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი F ჯგუფში გერმანიასთან, პორტუგალიასთან და უნგრეთთან ერთად იმყოფება

კომენტარები
ჟოზე მოურინიომ მსოფლიოს საუკეთესო მცველი დაასახელა
ჟოზე მოურინიომ მსოფლიოს საუკეთესო მცველი დაასახელა...
6-06-2021, 01:32
ბენზემა: „მინდა მბაპე რეალს შეუერთდეს და მინდა ეს მალე მოხდეს“
ბენზემა: „მინდა მბაპე რეალს შეუერთდეს და მინდა ეს...
5-06-2021, 09:41
სკალონი: "მესის ყველაზე მეტად სურს გამარჯვება"
სკალონი: "მესის ყველაზე მეტად სურს გამარჯვება"...
30-05-2021, 14:28
პერესი:"არც მბაპე მჭირდება და არც ნეიმარი"
პერესი:"არც მბაპე მჭირდება და არც ნეიმარი"...
17-01-2020, 00:04
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно