"ბოლომდე დავიხარჯებით" - კაშია ნიდერლანდებთან მატჩის წინ

"ბოლომდე დავიხარჯებით" - კაშია ნიდერლანდებთან მატჩის წინ

ახალი ამბები / ფეხბურთი
6-06-2021, 01:34



ევროპის ჩემპიონატის წინ, ნიდერლანდების ნაკრები საქართველოს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ, „ჯვაროსნების“ ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა კაშიამ?
"ნიდერლანდებში დაბრუნება, რა თქმა უნდა, მახარებს, ამ ქვეყანაში რვა წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, ვიცი თუ როგორი საფეხბურთო კულტურა აქვთ და ძალიან სასიამოვნოა, რომ ხვალ ასეთ გუნდს დავუპირისპირდებით. ჩემთვის განსაკუთრებული მატჩია და რა თქმა უნდა, ძალიან მინდა მასში მონაწილეობის მიღება.
გუნდში შესანიშნავი განწყობაა, ბოლო შეხვედრა მოვიგეთ და გვსურს ეს სერია ნიდერლანდებთანაც გავაგრძელოთ. ბოლომდე დავიხარჯებით და ვეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაში ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ამ ქვეყანაში ბევრი სასიამოვნო დღე გავატარეთ, ასევე მომწონდა იქ თამაში. ახლა კი, საქართველოში დავბრუნდი და ფეხბურთის თამაშით კვლავ სიამოვნებას ვიღებ."
გეტყვით, რომ „ჯვაროსნებთან“ ფრენკ დე ბურს ტრავმის გამო მატიას დე ლიხტი არ ეყოლება. ცნობისთვის, ნიდერლანდებისა და საქართველოს დაპირისპირება 6 ივნისს, თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.
ასევე გეტყვით, რომ საქართველომ პირველ ამხანაგურ მატჩში სტუმრად რუმინეთი მიქაუტაძის და აბურჯანიას გოლების წყალობით დაამარცხა.

კომენტარები
„სხვადასხვა ტაქტიკა დავამუშავეთ" - ლობჟანიძე ნიდერლანდებთან მატჩზე
„სხვადასხვა ტაქტიკა დავამუშავეთ" - ლობჟანიძე...
6-06-2021, 01:33
კაშია სანიოლს: “დიდი მადლობა, მწვრთნელო”
კაშია სანიოლს: “დიდი მადლობა, მწვრთნელო”...
6-06-2021, 01:28
"ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა" - სანიოლი რუმინეთთან მატჩის შემდეგ
"ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა" - სანიოლი...
3-06-2021, 02:57
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно