„სხვადასხვა ტაქტიკა დავამუშავეთ" - ლობჟანიძე ნიდერლანდებთან მატჩზე

„სხვადასხვა ტაქტიკა დავამუშავეთ" - ლობჟანიძე ნიდერლანდებთან მატჩზე

ახალი ამბები / ფეხბურთი
6-06-2021, 01:33



საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას ნიდერლანდების წინააღმდეგ, დღეს გამართავს. 
მომავალი შეხვედრის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, საბა ლობაჟანიძე ისაუბრა.
საბა ლობჟანიძე ნიდერლანდებთან მატჩზე
„ძალიან საინტერესო მატჩის მოლოდინში ვარ. ნიდერლანდები ევროპის ჩემოპიონატისთვის ემზადება, ჩვენთვის კი კარგი ტესტი იქნება, გამოჩნდება როგორ შეგვიძლია დაპირისპირება ამ დონის მეტოქესთან.

ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და ვფიქრობ, რომ ეს კარგია. მწვრთნელებთან ერთად ვარჯიშებზე სხვადასხვა ტაქტიკა დავამუშავეთ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სექტემბრის ოფიციალური მატჩებისთვის კეთდება და იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით".


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო) გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია),  ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).
ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 6 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

კომენტარები
სანიოლი: “თამაშის შემდეგ ვნახავთ იმუშავებს თუ არა ჩვენი გეგმა”
სანიოლი: “თამაშის შემდეგ ვნახავთ იმუშავებს თუ არა...
6-06-2021, 01:30
ფრანკ დე ბურის კომენტარი საქართველოსთან მატჩის წინ
ფრანკ დე ბურის კომენტარი საქართველოსთან მატჩის წინ...
6-06-2021, 01:29
კაშია სანიოლს: “დიდი მადლობა, მწვრთნელო”
კაშია სანიოლს: “დიდი მადლობა, მწვრთნელო”...
6-06-2021, 01:28
ურთიერთშეხვედრების ისტორია: როგორი მეტოქეა რუმინეთი?
ურთიერთშეხვედრების ისტორია: როგორი მეტოქეა...
2-06-2021, 15:21
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно