სანიოლი: “თამაშის შემდეგ ვნახავთ იმუშავებს თუ არა ჩვენი გეგმა”

სანიოლი: “თამაშის შემდეგ ვნახავთ იმუშავებს თუ არა ჩვენი გეგმა”

ახალი ამბები / ფეხბურთი
6-06-2021, 01:30



საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ნიდერლანდებთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.
“კონკრეტულს არაფერს ველოდები, უფრო იმაზე ვართ კონცენტრირებული თუ როგორ უნდა ვითამაშოთ ჩვენ. ბევრ მოთამაშეს საკმაოდ ხანგრძლივი სეზონი ჰქონდა, აქედან გამომდინარე მოსამზადებელი ეტაპის პირველი დღეები ცოტა რთული იყო, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა. ორი დღის უკან რუმინეთის წინააღმდეგ ვითამაშეთ, ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო, მაგრამ ნელ-ნელა ფორმაში შევდივართ და იმედი მაქვს ხვალ კარგ თამაშს ვაჩვენებთ. საზაფხულო შესვენებამდე უნდა შევეცადოთ, რომ საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ.
​დაფაზე დაწერილი ტაქტიკა მოედანზე სხვანაირად მუშაობს, ეს უფრო საფეხბურთო ფილოსოფიის ნაწილია. ნიდერლანდებისა და შოტლანდიის მატჩს ვუყურე, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა. გარკვეულმა სათამაშო ეპიზოდებმა და მოთამაშეებმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. მაგალითად, მემფის დეპაიმ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ეს უფრო საფეხბურთო ფილოსოფიის დამსახურებაა, ვიდრე სათამაშო სისტემის.
ნიდერლანდებთან სათამაშოდ გარკვეული იდეები გვაქვს და ამის შესახებ ფეხბურთელებმა იციან. ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ. თამაშის შემდეგ ვნახავთ იმუშავებს თუ არა ჩვენი გეგმა”, – ციტირებს სანიოლის სიტყვებს Nakrebi.ge.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი 6 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: nakrebi.ge

კომენტარები
ფრანკ დე ბურის კომენტარი საქართველოსთან მატჩის წინ
ფრანკ დე ბურის კომენტარი საქართველოსთან მატჩის წინ...
6-06-2021, 01:29
კაშია სანიოლს: “დიდი მადლობა, მწვრთნელო”
კაშია სანიოლს: “დიდი მადლობა, მწვრთნელო”...
6-06-2021, 01:28
"გაგვიმართლა. წელს ყველაზე ცუდად ვითამაშეთ" - სანიოლი რუმინეთთან მატჩს ობიექტურად აფასებს
"გაგვიმართლა. წელს ყველაზე ცუდად ვითამაშეთ" -...
3-06-2021, 02:58
"ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა" - სანიოლი რუმინეთთან მატჩის შემდეგ
"ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა" - სანიოლი...
3-06-2021, 02:57
"ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს" - პეპი ფინალის შემდეგ
"ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს" - პეპი ფინალის...
30-05-2021, 14:31
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно