ბენზემა: „მინდა მბაპე რეალს შეუერთდეს და მინდა ეს მალე მოხდეს“

ბენზემა: „მინდა მბაპე რეალს შეუერთდეს და მინდა ეს მალე მოხდეს“

ახალი ამბები / ფეხბურთი
5-06-2021, 09:41



„რეალის“ ფეხბურთელმა, კარიმ ბენზემამ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. ფრანგმა თავდამსხმელმა თანამემამულე შეაქო და არ დამალა, რომ სურს, მბაპე მისი თანაგუნდელი საკლუბო დონეზეც იყოს.

„მბაპე შესანიშნავი ფეხბურთელია. იგი სწრაფი, ეფექტური და ჭკვიანი მოთამაშე გახლავთ და მას ფეხბურთი შესანიშნავად ესმის. იდეალური იქნება, თუ მბაპე კარიერას რეალში გააგრძელებს და მინდა, რომ ეს ძალიან მალე მოხდეს.

ყველა დიდ ფეხბურთელს სურს, რომ ერთ დღეს, რეალის მაისური მოირგოს და იმედი მაქვს, კილიანი სამეფო კლუბს მალე შეუერთდება, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მბაპე პარი სენ-ჟერმენის დატოვებას მოისურვებს, რომელიც ასევე მშვენიერი კლუბია“.

შეგახსენებთ, რომ კილიანს პარიზულ გრანდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი შესაძლო წასვლის შესახებ აქტიურად იწერება. ესპანური გამოცემები ირწმუნებიან, რომ მბაპეს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადასვლა სურს და „სამეფო კლუბი“ მის გადაბირებას ამ ზაფხულს შეეცდება.

კომენტარები
პერესი:"არც მბაპე მჭირდება და არც ნეიმარი"
პერესი:"არც მბაპე მჭირდება და არც ნეიმარი"...
17-01-2020, 00:04
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно