ესპანელებმა რამოსის 15-ნომრიან მაისურზე უარი თქვეს

ესპანელებმა რამოსის 15-ნომრიან მაისურზე უარი თქვეს

ახალი ამბები / ფეხბურთი
3-06-2021, 03:02



ევროპის ჩემპიონატისთვის ესპანეთის ნაკრების საბოლოო განაცხადს, არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა, რადგან მასში მადრიდის რეალის არცერთი მოთამაშისთვის არ გამოიძებნა ადგილი, მათ შორის სერხიო რამოსისთვის, ვის საერთშორისო კარიერაშიც ევრო-2020 დიდი ალბათობით ბოლო ასპარეზი იქნებოდა.
ყოველივეს გათვალისწინებით, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ნაკრებს მიღმა დარჩენილი რამოსის მიმართ მხარდაჭერა თავისებურად გამოხატეს - რამოსის 15-ნომრიანი მაისურის აღებაზე უარი თქვეს.
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს, ლუის ენრიკეს რამოსის გამოუძახებლობასთან დაკავშირებით არაერთი განცხადების გაკეთება მოუწია. ენრიკეს განმარტებით, რამოსი ევროპის ჩემპიონატამდე ტრავმას ვერ მოიშუშებდა, ამიტომაც მასზე უარის თქმა მოუწია.
სერხიო რამოსს ესპანეთის ნაკრებში 180 მატჩი აქვს ჩატარებული. გატანილი აქვს 23 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.

კომენტარები
ოფიციალურად დადასტურდა! რეალის ყოფილი ფეხბურთელი რეალში ბრუნდება?
ოფიციალურად დადასტურდა! რეალის ყოფილი ფეხბურთელი...
4-06-2019, 23:51
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно