რას აპირებს პოჩეტინო - პსჟ-ში დარწმუნებული არიან რომ დარჩება

რას აპირებს პოჩეტინო - პსჟ-ში დარწმუნებული არიან რომ დარჩება

ახალი ამბები / ფეხბურთი
5-06-2021, 09:48



პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს მომავალზე უცხოურ პრესაში აქტიურად წერენ. ფრანგული გამოცემა, Libération იუწყება, რომ არგენტინელმა სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ პოსტის დატოვება სურს, თუმცა „ნისლიან ალბიონზე“ ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

Telegraph-ის ცნობით, პსჟ-ს პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი პოჩეტინოს შეხვდა და მაურისიოს მასთან საუბრისას კლუბის დატოვების თემაზე არაფერი უთქვამს. როგორც ირკვევა, ადგილი მინიშნებასაც არ ჰქონია და „პარი სენ-ჟერმენის“ მესვეურები დარწმუნებული არიან, რომ იგი გუნდიდან არ წავა.

პოჩეტინოს „ტოტენჰემს“ უკავშირებდნენ, თუმცა Telefoot იუწყება, რომ „დეზები“ სხვა კანდიდატებზე გადაერთნენ. ფრანგული გამოცემის მიხედვით, ამ ეტაპზე, ლონდონელთა მთავარი სამიზნე „აიაქსის“ თავკაცი, ერიკ ტენ ჰაგი გახლავთ.

შეგახსენებთ, მაურისიო პოჩეტინო „ტოტენჰემს“ 2014-19 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობისას ინგლისური კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე რეგულარულად ასპარეზობდა, 2018-19 წლების სეზონში კი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგებასთან ახლოს იყო, თუმცა ფინალში „ლივერპულთან“ დამარცხდა.

კომენტარები
პოჩეტინიომ პსჟ-ს კონტრაქტის გაწყვეტა სთხოვა - მას "რეალი" ეპატიჟება
პოჩეტინიომ პსჟ-ს კონტრაქტის გაწყვეტა სთხოვა - მას...
31-05-2021, 02:13
ნეიმარი "ბარსელონაში" ბრუნდება!?
ნეიმარი "ბარსელონაში" ბრუნდება!?...
9-07-2019, 16:07
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно