ვარანი ჩელსისთან მატჩს გამოტოვებს - ვალვერდეს თამაში გამორიცხული არაა

ვარანი ჩელსისთან მატჩს გამოტოვებს - ვალვერდეს თამაში გამორიცხული არაა

ახალი ამბები / ფეხბურთი
4-05-2021, 01:24


მადრიდის „რეალს“ „ჩელსისთან“ გასამართი საპასუხო შეხვედრის წინ საკადრო პრობლემები აქვს. „სამეფო კლუბმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „არისტოკრატებთან“ რაფაელ ვარანი იუქმებს.

28 წლის უკანახაზელმა „ოსასუნასთან“ მატჩში მარჯვენა ფეხის კუნთი დაიზიანა და 5 მაისს, საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება. ვარანის გარდა, დიდი შანსია, „ლურჯებთან“ მატჩი ფედე ვალვერდემაც გამოტოვოს.

Marca-ს ინფორმაციით, ურუგვაელი ნახევარმცველის Covid-19-ის ტესტის ბოლო პასუხი ზუსტი დიაგნოზის დასადგენად საკმარისი არ აღმოჩნდა და იგი იძულებულია, თვითიზოლაციაში დარჩეს. მიუხედავად ამისა, „ჩელსისთან“ ვალვერდეს თამაში გამორიცხული მაინც არაა.

Marca-ს ცნობით, ამ საღამოს, ან ხვალ დილით ფედეს კიდევ ერთი ტესტი ჩაუტარდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, გუნდთან ერთად „ნისლიან ალბიონზე“ გამგზავრებას შეძლებს.

ცნობისთვის, ტუხელის გუნდთან „ბლანკოსს“ შესაძლოა, სერხიო რამოსი დაუბრუნდეს, მაგრამ ესპანელ უკანახაზელს იანვრის შუა რიცხვების შემდეგ, „რეალში“ მხოლოდ 125 წუთი აქვს ნათამაშები და ფორმის პიკისგან შორსაა.

კომენტარები
„რეალს ლა ლიგის მოგება სურს, ბოლომდე ვიბრძოლებთ“ - ზიდანი ოსასუნასთან მატჩის წინ
„რეალს ლა ლიგის მოგება სურს, ბოლომდე ვიბრძოლებთ“...
1-05-2021, 01:13
ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. წვიმა იყო, გადაიღო, ყველაფერი "სტემფორდ ბრიჯზე" გადაიდო
ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. წვიმა იყო, გადაიღო,...
28-04-2021, 01:17
მბაპემ პსჟ-ს უარი 3-ჯერ უთხრა - რეალი ახალ სტრატეგიაზე მუშაობს
მბაპემ პსჟ-ს უარი 3-ჯერ უთხრა - რეალი ახალ...
27-04-2021, 11:54
რონალდუს წასვლის შემდეგ, “რეალს” ოთხიდან ერთ მატჩში გოლი ვერ გააქვს
რონალდუს წასვლის შემდეგ, “რეალს” ოთხიდან ერთ...
3-11-2019, 21:11
ბმაპე:"არ მინდა რეალში თამაში, ბარსაში მირჩვენია კარიერის გაგრძელება"
ბმაპე:"არ მინდა რეალში თამაში, ბარსაში მირჩვენია...
25-07-2019, 23:04
ოფიციალურად დადასტურდა! რეალის ყოფილი ფეხბურთელი რეალში ბრუნდება?
ოფიციალურად დადასტურდა! რეალის ყოფილი ფეხბურთელი...
4-06-2019, 23:51
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно