მორიგი აღიარება - კვარაცხელია რუბინის თვის საუკეთესო ფეხბურთელია!

მორიგი აღიარება - კვარაცხელია რუბინის თვის საუკეთესო ფეხბურთელია!

ახალი ამბები / ფეხბურთი
4-05-2021, 01:23


ყაზანის „რუბინის“ გულშემატკივრებმა ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთხელ გამოარჩიეს. რუსული კლუბის ოფიციალურ საიტზე აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა ჩატარდა და ქომაგების რჩეული „კვარა“ გახდა.
ხვიჩასთან ერთად, პრიზისთვის დარკო იევტიჩი, იური დიუპინი, ოლივერ აბილდგორი, ფილიპ ურემოვიჩი და კარლ სტარფელტი იბრძოდნენ, თუმცა კვარაცხელიამ დამაჯერებლად იმარჯვა და ხმების 90 პროცენტი მიიღო.

აპრილში „რუბინმა“ 4 მატჩი ჩაატარა და კვარაცხელიამ მონაწილეობა 3 შეხვედრაში მიიღო. მის ანგარიშზე 1 გოლია, რომელიც მან „სოჭის“ შეუგდო და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა. ხვიჩამ „როსტოვის“ წინააღმდეგაც იასპარეზა, ხოლო „ურალთან“ მატჩის პირველ ტაიმში დაშავდა და 32-ე წუთზე შეცვალეს, რის გამოც „კრასნოდართან“ იუქმა.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ქართველ ტალანტს რამდენიმე გრანდს უკავშირებენ. უდიდესი ალბათობით, ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ყაზანს დატოვებს და კარიერას ევროპაში გააგრძელებს. მის მიმართ ინტერესს „მილანი“, „იუვენტუსი“, „დორტმუნდი“ და „ინტერი“ იჩენენ, თუმცა ბოლოდროინდელი ინფორმაციით, ფავორიტები „გლადბახი“ და „სევილია“ არიან.


კომენტარები
ხვიჩა კვარაცხელია აპრილის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს!
ხვიჩა კვარაცხელია აპრილის საუკეთესო მოთამაშედ...
4-05-2021, 01:10
კვარაცხელიამ დაასახელა გუნდი, რომლის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე რთულია
კვარაცხელიამ დაასახელა გუნდი, რომლის წინააღმდეგაც...
25-04-2021, 08:49
დაბრუნდება მიმდინარე სეზონში?! - სლუცკის დამაიმედებელი კომენტარი
დაბრუნდება მიმდინარე სეზონში?! - სლუცკის...
24-04-2021, 15:38
"გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს", - რუსული პრესა კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმის შესახებ
"გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს", - რუსული პრესა...
19-04-2021, 15:25
„ნამდვილი მკვლელი ერთი-ერთზე“ - Tuttomercatoweb-მა ხვიჩა დაახასიათა
„ნამდვილი მკვლელი ერთი-ერთზე“ -...
18-04-2021, 01:45
რუბინმა მილანს თანხა დაუსახელა – კვარაცხელია იტალიურ გრანდს უახლოვდება?!
რუბინმა მილანს თანხა დაუსახელა – კვარაცხელია...
10-04-2021, 01:24
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно