"ხვიჩა გუნდს სილამაზეს სძენს, მაგრამ თუ საუბარი კარგ ფულზეა, უნდა გაყიდონ" - ამბობს „რუბინის“ ყოფილი ფეხბურთელი

"ხვიჩა გუნდს სილამაზეს სძენს, მაგრამ თუ საუბარი კარგ ფულზეა, უნდა გაყიდონ" - ამბობს „რუბინის“ ყოფილი ფეხბურთელი

ახალი ამბები / ფეხბურთი
4-05-2021, 01:15


რუსეთის ჩემპიონატზე მოსკოვის „დინამოსთან“ მოგებული მატჩი (2:0) ყაზანური გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა რენატ კამალეტდინოვმა „БИЗНЕС Online „-სთან მიმოიხილა და ისევ ისაუბრა გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვის აუცილებლობაზე, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია.

კვარაცხელია უნდა გაიყიდოს. ვიდრე მოთხოვნაა
რა თქმა უნდა, „რუბინი“ ხვიჩა კვარაცხელიაზე დამოკიდებულია და ეს იგრძნობა. ის ხომ მხოლოდ ყაზანური კლუბის ლიდერი კი არა, არამედ საერთოდ მრავალი კრიტერიუმით მთელს ჩემპიონატში გამოირჩევა. ხვიჩა „რუბინის“ ფეხბურთს სილამაზეს სძენს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ დაცვაში ისევ ვერ არის ეფექტური, როგორც სასურველია. მეორე ტაიმში უკლებს და მისი სარგებლიანობის

კოეფიციენტი მცირდება. დარწმუნებული ვარ, ასაკის მატებასთან ერთად ფიზიკურად მომძლავრდება და მატჩის დასასრულს მეტი ძალა დარჩება. ისიც სათქმელია, რომ მისადმი მეტოქეთა ყურადღება გაიზარდა. ახლა ზედმიწევნით ყურადღებას აქცევენ, რის გამოც თამაში უფრო უჭირს: ერთი მცველი ბურთის ართმევას ცდილობს, ხოლო მეორე მუდმივად აზღვევს. ასეთ სიტუაციაში თავის წარმოჩენა უფრო რთულია, მაგრამ ორი მეურვის მოტყუებას მაინც ახერხებს.

კვარაცხელიასთან ერთად „რუბინს“ გასულ შეხვედრებში რა თქმა უნდა, გაცილებით გაუადვილდებოდა, მაგრამ რას იზამ. მე ვფიქრობ, ვიდრე ასეთი შესაძლებლობაა, მისი გაყიდვაა საჭირო. რა თქმა უნდა, თუ საუბარი კარგ ფულზეა. ხვიჩას გასხვისება აუცილებელია, ვინაიდან ადრე თუ გვიან ნებისმიერ შემთხვევაში წავა და სანამ მოთხოვნაა, კლუბმა ამით უნდა ისარგებლოს. „რუბინში“ კარგად იმუშავა და სლუცკის მადლიერი უნდა იყოს, თვისობრივად ახალ დონეზე რომ გაიყვანა. „ლოკომოტივსა“ და „რუბინში“ რომან შარონოვთან ის ასე საჭირო არ გახლდათ, სლუცკის ხელში კი დიდი ნდობა დაიმსახურა.

დაე ხვიჩა სათამაშოდ სხვა ჩემპიონატში წავიდეს, მაგრამ ყაზანელებისთვის აუცილებელი იქნება შემადგენლობის გაძლიერება. საუბარი ერთი ფეხბურთელის მეორეთი შეცვლაზე კი არა, არამედ მოთამაშეთა მთელ ჯგუფზეა. როდესაც არც მაკაროვი იყო და არც კვარაცხელია, „რუბინის“ თამაში საერთოდ მოიშალა. ასეთ სიტუაციაში ყაზანელები ევროტურნირებზე რომ მოხვედრილიყვნენ, გუნდს უბრალოდ გაბრდღვნიდნენ. ე.ი. გაძლიერება მართებთ. თუ „რუბინი“ კონფერენც ლიგაში იქნება ან მით უმეტეს რანგით უფრო მაღალ ტურნირზე, სხვადასხვა პოზიციაზე ერთბაშად 4-5 ფეხბურთელი გახდება მოსაძებნი. გუნდში ახლა მოკლე სათადარიგოთა სკამია.

კომენტარები
ხვიჩა კვარაცხელია აპრილის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს!
ხვიჩა კვარაცხელია აპრილის საუკეთესო მოთამაშედ...
4-05-2021, 01:10
Sportbox: ტრანსფერები - რონალდო, დონარუმა და კვარაცხელია "იუვეში"
Sportbox: ტრანსფერები - რონალდო, დონარუმა და...
1-05-2021, 10:04
კვარაცხელიამ დაასახელა გუნდი, რომლის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე რთულია
კვარაცხელიამ დაასახელა გუნდი, რომლის წინააღმდეგაც...
25-04-2021, 08:49
as: საიდუმლოებით მოცულ კვარაცხელიას რუსეთში საათებიღა დარჩა
as: საიდუმლოებით მოცულ კვარაცხელიას რუსეთში...
25-04-2021, 00:52
"გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს", - რუსული პრესა კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმის შესახებ
"გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს", - რუსული პრესა...
19-04-2021, 15:25
სლუცკი: ხვიჩასგან ყველა 5 მცველის მოტყუებას ელის, მაგრამ...
სლუცკი: ხვიჩასგან ყველა 5 მცველის მოტყუებას ელის,...
12-04-2021, 01:00
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно