თეა წულუკიანმა ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილე მიულოცა

თეა წულუკიანმა ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილე მიულოცა

ახალი ამბები / ფეხბურთი
4-05-2021, 01:11


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს. წულუკიანმა მისალოცი წერილი საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა.

„ქართული სპორტი მდიდარია წარმატებული და ტიტულოვანი ადამიანებით, რომლებმაც საერთაშორისო სარბიელზე საქართველოს შთამბეჭდავი გამარჯვებები მოუპოვეს.

განსაკუთრებით გვეამაყება იმ სპორტსმენების გამარჯვებები, რომლებმაც, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მსოფლიოს მასშტაბით მთელი ეპოქა შექმნეს.


სწორედ ასეთია ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი და საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული, საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა და კაცთა შორის, საჭადრაკო „ოსკარის“ პირველი მფლობელი, „ევროპის ოქროს პაიკის“ ლაურეატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი და არაერთი ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული მოჭადრაკე, რომელიც ბრწყინვალე გამარჯვებებითა და დაუვიწყარი კარიერით ოქროს ასოებით ჩაეწერა მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში.

ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა, ქართული ჭადრაკის კიდევ ერთ ლეგენდასთან, მაია ჩიბურდანიძესთან ერთად, ახალ სიმაღლეზე აიყვანა მსოფლიოში ქალთა ჭადრაკი და ერთგვარი საჭადრაკო რევოლუციით, ვაჟთა ჭადრაკს გაუთანაბრა.
უდიდესი პატივისცემით ვულოცავ ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილეს და ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ!“ – წერს თეა წულუკიანი.

კომენტარები
ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილს 80 წელი შეუსრულდა!
ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილს 80 წელი შეუსრულდა!...
3-05-2021, 11:36
ვიზიტი მინისტრთან - წულუკიანმა ძალოსნებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა
ვიზიტი მინისტრთან - წულუკიანმა ძალოსნებს სრული...
27-04-2021, 11:53
ნონა გაფრინდაშვილი: სააკაშვილი სასწრაფოდ ბორკილებით უნდა ჩამოიყვანონ და პასუხი აგებინონ!
ნონა გაფრინდაშვილი: სააკაშვილი სასწრაფოდ...
21-04-2021, 20:56
ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშა ტალახაძეს მოპოვებული წარმატება მიულოცა
ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშა ტალახაძეს მოპოვებული...
12-04-2021, 00:50
ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს – კახა კალაზე
ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს...
12-04-2021, 00:49
ნონა გაფრინდაშვილი: სააკაშვილი სასწრაფოდ ბორკილებით უნდა ჩამოიყვანონ და პასუხი აგებინონ!
ნონა გაფრინდაშვილი: სააკაშვილი სასწრაფოდ...
30-06-2020, 21:48
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно