რონალდუს გმირობა - პორტუგალიელის დუბლი და გადარჩენილი იუვენტუსი

რონალდუს გმირობა - პორტუგალიელის დუბლი და გადარჩენილი იუვენტუსი

ახალი ამბები / ფეხბურთი
3-05-2021, 11:45


სერია ა-ს მორიგ ტურში „იუვენტუსი“ „უდინეზეს“ ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ანდრეა პირლოს გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი გუნდი მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო.

ტურინელები 83-ე წუთამდე აგებდნენ. კრიშტიანუ რონალდუმ პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დუბლი შეასრულა და იუვეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. „ატალანტამ“ და „ნაპოლიმ“ ქულები დაკარგეს, „მილანმა“ თავისი მატჩი მოიგო, ხოლო „ინტერი“ დღეს სერია ა-ს ჩემპიონი გახდა.

ამ მომენტისთვის, „ატალანტას“, „მილანს“ და „იუვენტუსს“ 69 ქულა აქვთ. მეორე ადგილს ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ბერგამოული კლუბი იკავებს. მესამეზე „ბიანკონერია“, ხოლო მე-4 პოზიციაზე „მილანი“ მოგვევლინა. იმის გამო, რომ „ნაპოლიმ“ საკუთარი შეხვედრა ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის ზონის გარეთ 67 ქულით დარჩა.

კომენტარები
კონტე: "ინტერი არაკომპეტენტური იყო, მაგრამ დამიჯერა"
კონტე: "ინტერი არაკომპეტენტური იყო, მაგრამ...
3-05-2021, 11:42
ოფიციალურად: ინტერი იტალიის ჩემპიონია!
ოფიციალურად: ინტერი იტალიის ჩემპიონია!...
3-05-2021, 11:40
პსჟ ან მანჩესტერ იუნაიტედი - რონალდუს ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა არ სურს
პსჟ ან მანჩესტერ იუნაიტედი - რონალდუს ჩემპიონთა...
27-04-2021, 12:05
GDS: რონალდუს მანჩესტერში დაბრუნება უნდა
GDS: რონალდუს მანჩესტერში დაბრუნება უნდა...
25-04-2021, 01:03
"თავდაჯერებულები ვართ" - პირლო ატალანტასთან მატჩამდე
"თავდაჯერებულები ვართ" - პირლო ატალანტასთან...
18-04-2021, 01:42
„რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაგამარცხა“ - კრიშტიანუს და ვან დეიკის ირონიულ განცხადებას გამოეხმაურა
„რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაგამარცხა“ -...
3-12-2019, 16:06
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно