"ძალიან ბედნიერი ვარ" - ბასილაშვილის კომენტარი ტრიუმფის შემდეგ

"ძალიან ბედნიერი ვარ" - ბასილაშვილის კომენტარი ტრიუმფის შემდეგ

ახალი ამბები / ჩოგბურთი
3-05-2021, 11:43


მიუნხენში, BMW OPEN-ის 250-ქულიანი კატეგორიის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი იან-ლენარდ შტრუფს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში ორ სეტში 6:4 7:6 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნიკოლოზმა კომენტარი გააკეთა: „ეს არ იყო ადვილი. მატჩის მიწურულს საკმაოდ დაძაბული ვიყავი.

 საკმაოდ რთული შეხვედრა იყო. იანის წინააღმდეგ თამაში არასდროს არის ადვილი. ის დიდი მებრძოლია და შესანიშნავი ჩაწოდება აქვს.

მე ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემი მეხუთე ATP-ის ტიტულია.  როგორც ჩანს გერმანია ამაში მეხმარება. კარგი შევსება იყო. ეს გამარჯვება მომავალი ტურნირებისთვის გამომადგება. მონდომებული ვიყავი, რომ ამ ტურნირზე კარგად მეთამაშა. ახლა მწვრთნელის ძიებაში არ ვარ. სხვადასხვა ტურნირებზე ფიტნეს მწვრთნელთან ერთად ვმოგზაურობ.“

ამ გამარჯვების შემდეგ ნიკოლოზი ATP რეიტინგში 31-ე ადგილზე 1850 ქულით მოგვევლინა.

ცნობისთვის, შტრუფი და ბასილაშვილი დღეს მერვედ შეხვდნენ ერთმანეთს. ამ გამარჯვების შემდეგ სრული თანაფარდობაა. ჩოგბურთელები 4-4 გამარჯვებით იწონებენ თავს.

მომავალი მატჩი

საქართველოს პირველი ნომერი გერმანიიდან ესპანეთში კონკრეტულად კი მადრიდში გადაინაცვლებს და მასტერსზე იასპარეზებს. ნიკოლოზის პირველი მეტოქე ბენუა პერი იქნება, რომლის დამარცხების შემთხვევაშიც მომდევნო ეტაპზე სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება.


კომენტარები
ნიკოლოზ ბასილაშვილის მიუნხენური აღდგომა
ნიკოლოზ ბასილაშვილის მიუნხენური აღდგომა...
3-05-2021, 11:37
მიზეზი ცნობილია! - ბასილაშვილისა და გომბოს მატჩი ნაადრევად შეწყდა
მიზეზი ცნობილია! - ბასილაშვილისა და გომბოს მატჩი...
1-05-2021, 01:20
მეტოქე ცნობილია - ბასილაშვილი ბარსელონაში ითამაშებს!
მეტოქე ცნობილია - ბასილაშვილი ბარსელონაში...
18-04-2021, 01:40
გამარჯვება 3-სეტიან ბრძოლაში - ბასილაშვილმა შტრუფი დაამარცხა
გამარჯვება 3-სეტიან ბრძოლაში - ბასილაშვილმა...
10-04-2021, 01:16
სამწუხარო ინფორმაცია ნიკოლოზ ბასილაშვილზე
სამწუხარო ინფორმაცია ნიკოლოზ ბასილაშვილზე...
21-09-2019, 11:12
12 რაუნდიანი ბრძოლა და მე-3 ქამარი! ლომაჩენკომ ლონდონში კემპბელი დაამარცხა
12 რაუნდიანი ბრძოლა და მე-3 ქამარი! ლომაჩენკომ...
2-09-2019, 16:32
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно