კონტე: "ინტერი არაკომპეტენტური იყო, მაგრამ დამიჯერა"

კონტე: "ინტერი არაკომპეტენტური იყო, მაგრამ დამიჯერა"

ახალი ამბები / ფეხბურთი
3-05-2021, 11:42


„ატალანტას“ ქულების დაკარგვის შემდეგ „ინტერი“ 11-წლიანი პაუზის შემდეგ შემდეგ იტალიის ჩემპიონი გახდა. „ნერაძურიმ“ საოცარი ჩემპიონატი ჩაატარა და სკუდეტო დამსახურებულად მოიპოვა. ტრიუმფის შემდეგ, ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა კონტემ?

„მიღწეული შედეგით დღეს ღამე ბედნიერად დაგვეძინება. ბედნიერები ვართ ყველა იმ ადამიანის გამო, რომლებმაც ამ წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. თავს დასვენებულად ვგრძნობთ.

ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო წარმატებაა. რთული იყო, რადგან ჩემთვის ადვილი არ იყო ისეთ გუნდში მისვლა, რომელსაც კომპეტენტურობა აკლდა და წარმატების მისაღწევად საკმარისი რესურსი არ ჰქონდა.

პლუს, მე მოვედი კლუბში, რომელიც „იუვენტუსის“ პირდაპირი კონკურენტია. ტურინში წლების განმავლობაში ვთამაშობდი და შემდეგ ვწვრთნიდი. „ბიანკონერი“ ბოლო წლებში სერია ა-ში დომინირებდა. ამის გამო ბევრ ნეგატიურ სიტუაციაში აღმოვჩნდი.

ვფიქრობ, სეზონის ყველაზე ცუდი მომენტი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა იყო. იმ პერიოდში უდიდესი კრიტიკა დაგვატყდა თავს. ადვილი არაფერი არ ყოფილა, რადგან გვყავდა გუნდი, რომელიც მოგებას მიჩვეული არ იყო. კრიტიკამ გაგვაძლიერა, ბევრი ვიმუშავეთ და სახიფათო გუნდად ვიქეცით.



გამარჯვებისკენ იმან მიგვიყვანა, რომ ფეხბურთელებმა დამიჯერეს. მე მათ სწორი გზა ვაჩვენე. საბოლოო ჯამში ყველაფერი იდეალურად გაკეთდა. ახლა ის დროა, რომ სკუდეტოს მოგებით დავტკბეთ. არ ვაპირებ ავყვე ჭორებს ჩემი მომავლის შესახებ.

ჩვენ უდიდეს რამეს მივაღწიეთ და მინდა ამით ვისიამოვნო. ამ ყველაფრის შემდეგ დავსხდებით და დავილაპარაკებთ ყველა საჭირო საკითხზე.“

„ინტერი“ სერია ა-ში

ამ მომენტისთვის, კონტეს გუნდს 34 ტურის შემდეგ 82 ქულა აქვს. 25 მოგება, 7 ფრე და 2 მარცხი - ასეთია „ნერაძურის“ შედეგები. „ინტერს“ სერია ა-ში „სამპდორიასთან“, „რომასთან“, „იუვენტუსთან“ და „უდინეზესთან“ დარჩა მატჩები.

შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ ისტორიაში მე-19 სკუდეტო მოიპოვა და ამით „მილანს“ გაასწრო. „როსონერი“ იტალიის ჩემპიონი 18-ჯერ გახდა.



კომენტარები
ოფიციალურად: ინტერი იტალიის ჩემპიონია!
ოფიციალურად: ინტერი იტალიის ჩემპიონია!...
3-05-2021, 11:40
"ამიხსნან რატომ გამაძევეს" - კუმანი გრანადასთან წაგების შემდეგ
"ამიხსნან რატომ გამაძევეს" - კუმანი გრანადასთან...
30-04-2021, 10:18
ტოპ 10 ძვირადღირებული საფეხბურთო ჯილდო
ტოპ 10 ძვირადღირებული საფეხბურთო ჯილდო...
28-04-2021, 01:28
"რონალდო მოედანზე მოჩვენებას ჰგავს..." - სუპერვარსკვლავი დიდი კრიტიკის ქვეშაა
"რონალდო მოედანზე მოჩვენებას ჰგავს..." -...
27-04-2021, 18:09
პსჟ ან მანჩესტერ იუნაიტედი - რონალდუს ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა არ სურს
პსჟ ან მანჩესტერ იუნაიტედი - რონალდუს ჩემპიონთა...
27-04-2021, 12:05
"თავდაჯერებულები ვართ" - პირლო ატალანტასთან მატჩამდე
"თავდაჯერებულები ვართ" - პირლო ატალანტასთან...
18-04-2021, 01:42
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно