„დილაშოუ, გარბრანდტი, კრუზი და ალდო“ - დვალიშვილს ექს-ჩემპიონთან ჩხუბი სურს

„დილაშოუ, გარბრანდტი, კრუზი და ალდო“ - დვალიშვილს ექს-ჩემპიონთან ჩხუბი სურს

ახალი ამბები / კრივი
3-05-2021, 11:41


UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა კოდი სტამანთან გამარჯვების შემდეგ, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. დვალიშვილის კომენტარს Mmajunkie ავრცელებს და მერაბი აცხადებს, რომ რომელიმე ყოფილ ჩემპიონთან ჩხუბი სურს.

„ჩვენს წონით დივიზიონში 4 ყოფილი ჩემპიონია. ტი ჯეი დილაშოუ, ჟოზე ალდო, კოდი გარბრანდტი და დომინიკ კრუზი. მათ შორის ფრენკი ედგარიცაა, თუმცა მასთან ჩხუბი არ მინდა. ფრენკის უდიდეს პატივს ვცემ და იგი ნამდვილი ლეგენდაა. ედგარი სატიტულო ბრძოლას ან რაიმე დიდს იმსახურებს. სხვებს რაც შეეხებათ, რატომ უნდა ელოდონ ამდენ ხანს? მეჩხუბონ და წინსვლა განაგრძონ“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა სტამანი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და UFC-ში ზედიზედ მე-6 გამარჯვება იზეიმა. ცნობისთვის, სტამანთან ბრძოლამდე დვალიშვილი თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებდა, გამარჯვების შემდეგ, კი უდიდესი ალბათობით, დაწინაურდება.

კომენტარები
"ძალიან ბედნიერი ვარ" - ბასილაშვილის კომენტარი ტრიუმფის შემდეგ
"ძალიან ბედნიერი ვარ" - ბასილაშვილის კომენტარი...
3-05-2021, 11:43
„მისი მთავარი საიდუმლო საკუთარი თავის რწმენაა" - UFC-ის საიტი მერაბ დვალიშვილზე წერს
„მისი მთავარი საიდუმლო საკუთარი თავის რწმენაა" -...
1-05-2021, 01:17
„მხოლოდ ერთი იარაღი აქვს, მისი დანოკაუტება შემიძლია" - სტამანი დვალიშვილზე
„მხოლოდ ერთი იარაღი აქვს, მისი დანოკაუტება...
18-04-2021, 01:44
"ბიჭო რა უბნელი ხარ, რო გეკითხები"- რას მოჰყვა ჩხუბი, რომლითაც შაქარაშვილი...."
"ბიჭო რა უბნელი ხარ, რო გეკითხები"- რას მოჰყვა...
4-09-2020, 20:54
ეს კაცი ალკოჰოლისტია, ხშირად ჩხუბი ჰქონდათ და შესაძლოა ამ გოგოს სიკვდილი მისი..."
ეს კაცი ალკოჰოლისტია, ხშირად ჩხუბი ჰქონდათ და...
16-08-2020, 21:40
"რუსეთი საქართველოს არ დაეხმარება, კორონავირუსის გამო პუტინს არ სურს საქართველოსთან რაიმე დიალოგი"
"რუსეთი საქართველოს არ დაეხმარება, კორონავირუსის...
30-04-2020, 21:09
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно