მიზეზი ცნობილია! - ბასილაშვილისა და გომბოს მატჩი ნაადრევად შეწყდა

მიზეზი ცნობილია! - ბასილაშვილისა და გომბოს მატჩი ნაადრევად შეწყდა

ჩოგბურთი
1-05-2021, 01:20



მიუნხენში მიმდინარე ATP-ს 250-იანი კატეგორიის ტურნიზე, მე-5 ნომრად განთესილმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეოთხედფინალში იასპარეზა. 

მისი მეტოქე 95-ე ჩოგანი, ნორბერტ გომბო იყო. 

პირველ სეტში ბასილაშვილი 5:4 იგებდა, როდესაც მატჩი შეწყდა - მიზეზად წვიმა დასახელდა, რომლის გამოც შეხვედრის გაგრძელება ფიზიკურად ვერ მოხერხდა. 

უკვე ცნობილია, რომ შეხვედრა შაბათს, 1 მაისს, თბილისის დროით 13:00 საათზე განახლდება და თუკი ბასილაშვილმა გამარჯვების მოპოვება მოახერხა, ხვალვე, ნახევარფინალის ჩატარება მოუწევს, სადაც მისი მეტოქე ნორვეგიელ კასპერ რუუდსა და ავსტრალიელ ჯონ მილმანს შორის გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალურ ეტაპზე რეიტინგის 115-ე ჩოგანი, დანიელ ელაი გალან რივეროსი ორ სეტში 6:4; 6:2 დაამარცხა.

კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно