ნონა გაფრინდაშვილი: სააკაშვილი სასწრაფოდ ბორკილებით უნდა ჩამოიყვანონ და პასუხი აგებინონ!

ნონა გაფრინდაშვილი: სააკაშვილი სასწრაფოდ ბორკილებით უნდა ჩამოიყვანონ და პასუხი აგებინონ!

პოლიტიკა
21-04-2021, 20:56



ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი ნონა გაფრინდაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში იმ სკანდალურ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება, რომლითაც „სააკაშვილისა და მისი კრიმინალური ბანდის მიერ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა დასტურდება“.

„ბადრის მკვლელობა, ფაქტობრივად, გახსნილია! ხელისუფლებას დარჩა ძალიან ცოტა, რათა ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ხელისუფლება იძულებულია, ბადრი პატარკაციშვილისა და ზურაბ ჟვანიას მკვლელობა ბოლომდე გახსნას. სააკაშვილი სასწრაფოდ ბორკილებით უნდა ჩამოიყვანონ და პასუხი აგებინონ!

ბადრის დედას, ქალბატონ ნათელას, მივმართავ და ვეტყვი, რომ გაუძლოს ამ ყველაფერს! ქალბატონი ნათელა არაჩვეულებრივი ქალბატონია... რამდენჯერ გამოსულა ტელევიზიით, მაგრამ გაბოროტება არ ეტყობა - არც არავინ დაუწყევლია და არც ვინმესთვის დაუდია ხელი! ქალბატონმა ნათელამ ნამუსი ყველას შეუნახა!

რაც შეეხება ბადრის, ის ქართველ ხალხს უყვარს და ბადრი საქართველოს ისტორიაში შესულია, როგორც ღირსეული მამულიშვილი, დიდი ქველმოქმედი და ვაჟკაცი, რომელმაც სააკაშვილსა და მის ბანდას ქედი არ მოუხარა!“ - აცხადებს გაფრინდაშვილი.

კითხვაზე - სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში როგორ შევა, გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი ისტორიაში მკვლელის სახელით შედის.

„სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში მკვლელის სახელით შედის!“ - აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები
ჩვენი ამოცანაა, „ოცნება“ ისე მოვიშოროთ ხელისუფლებიდან, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს – ბადრი ჯაფარიძე
ჩვენი ამოცანაა, „ოცნება“ ისე მოვიშოროთ...
22-02-2021, 20:33
ამომრჩეველმა ბიულეტინში ძებნილი ბადრი ესებუა „შემოხაზა“
ამომრჩეველმა ბიულეტინში ძებნილი ბადრი ესებუა...
31-10-2020, 14:14
ოფიცილურად დადასტურდა რომ ბადრი ესებუა საქართველოს შეიარაღებულ ლ ძალებში არ მსახურობს
ოფიცილურად დადასტურდა რომ ბადრი ესებუა...
28-10-2020, 17:14
მე, ბადრი ესუბია, ვამაყობ იმ ფორმით, რომელიც მეცვა და…” – ნახეთ რა დაწერა ბადრი ესებუამ სოციალურ ქსელში, რომელიც მალევე წაშალა…
მე, ბადრი ესუბია, ვამაყობ იმ ფორმით, რომელიც...
27-10-2020, 19:46
"სააკაშვილი სასწრაფოდ ბორკილებით უნდა ჩამოიყვანონ და პასუხი აგებინონ!"
"სააკაშვილი სასწრაფოდ ბორკილებით უნდა ჩამოიყვანონ...
14-10-2020, 21:32
ნონა გაფრინდაშვილი: სააკაშვილი სასწრაფოდ ბორკილებით უნდა ჩამოიყვანონ და პასუხი აგებინონ!
ნონა გაფრინდაშვილი: სააკაშვილი სასწრაფოდ...
30-06-2020, 21:48
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно