ცხოვრებისეული ტრავმა, საყვარელი კაცი და ახალგაზრდობა - შუშანა ბებოს ამბები

ცხოვრებისეული ტრავმა, საყვარელი კაცი და ახალგაზრდობა - შუშანა ბებოს ამბები

პოლიტიკა
1-03-2021, 20:32



ახალგაზრდობაში გახდე პოპულარული არც ისე რთულია, თუმცა, 84 წლის ასაკში მთელ საქართველოს თავი გააცნო და მათ საყვარელ ბებოდ იქცე - რთულია. 

ალბათ მიხვდით, რომ ამ სტატიაში შუშანა ბებოზე უნდა მოგიყვეთ.

მარიამ ღუდუშაური და შუშანა ბებო დღეს ქართულ ინტერნეტსივრცეში ყველაზე პოპულარული ბებია და შვილიშვილია.

დაიჯესტის“ კითხვებს თავად შუშანა ბებო პასუხობს;

როგორი იყავით ახალგაზდრობაში? რას საქმიანობდით და ვინ იყო თქვენი მთავარი მოტივატორი?

ახალგაზრდობაში დიდებული გოგო ვიყავი, თავის ქება გამომივა, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა, მიყვარდა საქმის კეთება, მიწაზე მუშაობა, ქსოვა და ასევე, თავისუფალ დროს სხვადასხვა ხელსაქმით ვიყავი დაკავებული.

მოწერსრიგების გარეშე გარეთ არ გავდიოდი, ჩემს თავს მივხვედავდი, გავიპრანჭებოდი და მერე ვიწყებდი საქმის კეთებას.

ახლა როგორი ვარ და ახალგაზრდობაში როგორი ვიქნებოდი, დასკვნა თავად გამოიტანეთ.

როდესაც სწავლა დავამთავრე, დავიწყე ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლად მუშაობა. მერე ღამის 3 საათამდე ბავშვებს მეცადინებაში ვეხმარებოდი.

ჩემი მოტივატორი კი ჩემი საკუთარი თავი იყო.


რა ასაკში იპოვეთ ნამდვილი სიყვარული?

26 წლის ასაკში ვიპოვე ნამდვილი სიყვარული და გავთხოვდი.

თქვენი სიყვარულის ისტორია მოგვიყევით

ჩემი მეუღლე მეზობელ სოფელში ცხოვრობდა. ხშირად გვიწევდა შეხვედრა ერთმანეთთან, თან ჩემი მომავალი ქმრის სოფელში იყო ჩემი და გათხოვილი, როდესაც იქ მივდიოდი, მოდიოდა და სწორედ იქ გავიცანით ერთმანეთი.

მაშინ დიდებული ქორწილები არ იცოდნენ და უბრალო ქორწილი გავაკეთეთ, ვიწრო წრეში, თუმცა, საქორწილო კაბაც მეცვა და ფატაც მეხურა.

ცხოვრებისეული ტრავმა, რომელმაც თქვენზე ყველაზე მეტად იმოქმედა...

ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრამვა ჩემი ორსართულიანი სახლის დაწვა იყო. ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, თუმცა ჩემმა შვილებმა არ მომცეს უფლება ამაზე მედარდა და საყვარელმა ადამიანებმა დარდი გამიქარწყლეს. დღეს მათი წყალობით კარგად ვარ.

გიფიქრიათ თუ არა, რომ ოდესმე გახდებოდით ყველასათვის საყვარელი შუშანა ბებო?

ამაზე არასოდეს მიფიქრია, ვერ წარმოვიდგენდი თუ მთელი საქართველო ასე შემიყვარებდა და პატივს მცემდა. ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემ მიმართ დიდ სიყვარულს იჩენს, მინდა მადლობა გადავუხადო.

რას ურჩევდით თქვენი თაობის ადამიანებს?

არ დაყარონ ფარხმალი და საკუთარს თავს მოუარონ. არასოდეს იფიქრონ, რომ ბებრები არიან და ყველაფერი დასრულდა.

რას ურჩევდით ახალ თაობას?

ვურჩევდი ისწავლონ ძალიან ბევრი, რადგან ისეთი დრო არის, არაფერი განათლების გარეშე არ გამოვა. განათლების გარეშე საკუთარ თავს დაკარგავენ.

კომენტარები
”ყველაზე ძვირფასი ადამიანია ჩემთვის და უსაზღვროდ მიყვარს” – რას ყვება შუშანა ბებოს შვილიშვილი
”ყველაზე ძვირფასი ადამიანია ჩემთვის და უსაზღვროდ...
24-02-2021, 20:53
დაყადაღებული ბინა, და ბავშვები, რომლებსაც წასასვლელიც არ აქვთ, ნარკოტიკები, ემიგრაცია და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები
დაყადაღებული ბინა, და ბავშვები, რომლებსაც...
14-02-2021, 17:30
ცოტა  ხნის წინ, 84 წლის შუშანა ბებო....
ცოტა ხნის წინ, 84 წლის შუშანა ბებო.......
7-02-2021, 20:59
ბებოს, რომელიც ბოსელში ცხოვრობდა, სახლი-კონტეინერი აჩუქეს
ბებოს, რომელიც ბოსელში ცხოვრობდა,...
8-05-2020, 00:16
ჩემს უფროსთან გიჟური სექსი მქონდა”,გაიგეთ, რას წერს შეყვარე...
ჩემს უფროსთან გიჟური სექსი მქონდა”,გაიგეთ, რას...
29-01-2020, 17:37
”ვიცი ბატონ კახის ეს არ ესიამოვნება, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა, თორემ........."
”ვიცი ბატონ კახის ეს არ ესიამოვნება, მაგრამ...
9-12-2019, 22:23
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно