ეტო'ო: ,,მოურინიოს სტილი გვარდიოლას სტილს მირჩევნია''
ახალი ამბები / ფეხბურთი
13-01-2021, 04:32
კამერუნის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, სამუელ ეტო'ომ, ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა:
,,არ ვფიქრობ, რომ რომელიმე მათგანი უფრო მაღლა დგას. ეს სტილის საკითხია, რომელიც თითოეულს აქვს, თუმცა მე მოურინიო მირჩევნია.
მისი სტილი უფრო მომწონს, მაგრამ გვარდიოლა უმაღლესი დონის სპეციალისტია, ასე რომ, შეუძლებელია იმის დადგენა თუ რომელია საუკეთესო.
შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოში არ არსებობს სხვა მწვრთნელი, რომელსაც ფეხბურთელების მოტივირება ისე შეუძლია, როგორც ჟოზეს.
მოთამაშისგან მაქსიმუმის მიღებით მოურინიოს ვერავინ შეედრება. მასთან ერთად მოგებული ტრიპლეტი ჩემთვის განსაკუთრებულია.'' - განაცხადა ეტო'ომ.

კომენტარები