გადასაღები აღარ გახდა, ისედაც წითელი იყო
ახალი ამბები / ფეხბურთი
12-01-2021, 14:01
„ჯენოას“ მეკარეს ფედერიკო მარკეტის ავტომობილი აღარ ჰყავს. ამაზე არავინ ვიდარდოთ, იტალიელ გოლკიპერს მანქანა უეჭველი დაზღვეული თუ არ ეყოლებოდა, იმდენი შემოსავალი ნამდვილად აქვს ორ დღეში რომელიმე ბრენდული ცენტრიდან ახალთახალი ავტომობილი გამოაგრიალოს, მაგრამ თავად ფაქტი კი ნამდვილად კურიოზული იყო.
მოკლედ, მარკეტიმ თავისი წითელი „ფერარი“ სამრეცხაოში მიიყვანა, თავად კი იქ ლოდინს გასეირნება გადაწყვიტა. უკან დაბრუნებულს კი ავტომობილი ადგილზე აღარ დახვდა, მოგვიანებით კი აღმოაჩინა რომ ის დამტვრეულია.
ამბის არსი შემდგეშია. სამრეცხაოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ავტომობილის გარეცხვის შემდეგ გადაწყვიტა ის ავტო პარკში გადაეყვანა. მოახტა კოხტა „ფერარის“ და გააჭენა, თუმცა მოსახვევში მარცხი მოუვიდა და ჯერ ბოძს, შემდეგ ჯებირს შეასკდა. თავად „მძღოლი“ უვნებლად გადარჩა, თუმცა მანქანა, რომლის ღირებულებაც 100 ათასი ევროა, ისე დაზიანდა წითელი რომ არ ყოფილიყო, მარკეტი ნამდილად ამ ფერად გადაღებავდა და ჯართში ჩააბარებდა.
37 წლის ფედერიკო მარკეტი „ჯენოაში“ 2018 წლიდან თამაშობს. ის რამდენჯერმე იტალიის ნაკრებშიც იყო გამოძახებული.

კომენტარები