შენ ყველაზე მაგარო – სიმეონე საუკეთესოა
ახალი ამბები / ფეხბურთი
12-01-2021, 14:00
რა გვარდიოლა? რის კლოპი? დიეგო სიმეონემ ყველას აჯობა. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ არგენტინელი სპეციალისტი საუკეთესოდ ცნო.
ამრიგად, „ატლეტიკოს“ დამრიგებელი, ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის ვერსიით ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. ვერ ვიტყვით დიდი უპირატესობითო, თუმცა დიეგო სიმეონემ მაინც შეძლო იურგენ კლოპის და პეპ გვარდიოლას ჩამოშორება.
ათეულში თავისთავად მოხვდნენ ჟოზე მოურინიო, უნაი ემერი, მასიმილიანო ალეგრი, ზინედინ ზიდანი, კარლო ანჩელოტი, მოურისიო პოჩეტინო და მარსელო გალიარდო.
დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით „ატლეტიკომ“ მოიგო ლა-ლიგა და ესპანეთის სამეფო თასი, ასევე ორჯერ შეძლო ესპანეთს სუპერთასის დაუფლება, ევროპა ლიგის და უეფას სუპერთასის მოგება.

კომენტარები