ვაჟა მარგველაშვილი – ჩვენი ყველა მედალი დავით ხახალეიშვილს მიეძღვნება

ვაჟა მარგველაშვილი – ჩვენი ყველა მედალი დავით ხახალეიშვილს მიეძღვნება

ახალი ამბები / ძიუდო
12-01-2021, 14:00
დოჰაში დაწყებული მასტერსი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბრინჯაოს მედლით გახსნა. კვარლცხბეკის მესამე საფეხურზე ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ავიდა. ქართველმა ძიუდოისტმა ორი ეტაპი კი გადალახა, თუმცა ნახევარფინალში გადასასვლელი ბრძოლა ისრაელის წარმომადგენელ ბარუშ შმაილოვთან დათმო. რეპეშაჟში კი ქართველი კიმონოისტი ვეღარავინ შეაჩერა და ბრინჯაოს მედალიც დამსახურებულად მოიპოვა.

„პრაიმსპორტი“ ვაჟა მარგველაშვილს დოჰაში დაუკავშირდა და მცირე ინტერვიუ ჩაწერა.
-ტატამზე გასვლამდე ერთი საათით ადრე საქართველოდან თავზარდამცემი ამბავი შევიტყვეთ. სახელოვანი ძიუდოისტის, დავით ხახალეიშვილის გარდაცვალებამ ყველას გული საშინლად დაგვწყვიტა. პირადად მე მასთან ვმეგობრობდი და მისგან არაერთი რჩევა მიმიღია. არა მხოლოდ ძიუდოს სამყაროს, მთლიანად ქვეყანას ვუსამძიმრებ დათოს დაღუპვას.
იმედია, ბიჭები აქ ჩემპიონობას მოიპოვებენ და გამარჯვებას აუცილებლად დავით ხახალეიშვილის ხსოვნას მიუძღვნიან. ამ ბრინჯაოსაც მას ვუძღვნი.
-საკუთარ გამოსვლაზე რას იტყვი? რამდენად კმაყოფილი ხარ?
-ბრინჯაოს მედალი ცუდი არ არის, მაგრამ ნებისმიერ ტურნირზე მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლო. მეც დოჰაში საჩემპიონოდ ჩამოვედი, თუმცა ბოლომდე არ გამიმართლა.
მიზეზების ძებნას არ დავიწყებ და არც მჩვევია, უბრალოდ ვიტყვი, რომ ტურნირისთვის სრულყოფილად მომზადება ვერ შევძელი. კოვიდი გადავიტანე და ვარჯიში ერთი თვის დაწყებული მქონდა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. ვგრძნობდი, რომ საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი. ამის ფონზე კი ბრინჯაოს მედალლით მთლად უკმაყოფილოც არ ვარ.
-სამომავლო გეგმები როგორია?
-მთავარი რა თქმა უნდა ოლიმპიადაა. ტოკიოს თამაშებს მაქსიმალურ მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ. მანამდე რამდენიმე მასტერსი, თბილისის გრანდ-სლემი და ევროპის ჩემპიონატია.
კომენტარები
ამ ექქიმა რომელზეგ ვგიჟდებოდით  მეც და მთელს ერს......სირცხვილიაა"
ამ ექქიმა რომელზეგ ვგიჟდებოდით მეც და მთელს...
27-10-2020, 16:57
ქართველმა საქართველო პუტინზე და დიდ ფულზე გაყიდა
ქართველმა საქართველო პუტინზე და დიდ ფულზე გაყიდა...
15-02-2020, 19:00
ქართველმა  საქართველო პუტინზე და დიდ ფულზე გაყიდა
ქართველმა საქართველო პუტინზე და დიდ ფულზე გაყიდა...
5-09-2019, 22:30
საქართველოდან წასული სპორტსმენი პუტინთან მეგობრობს?
საქართველოდან წასული სპორტსმენი პუტინთან...
5-09-2019, 22:27
ხუთი ქართველი სამბისტი ევროპული თამაშების ფინალში
ხუთი ქართველი სამბისტი ევროპული თამაშების ფინალში...
22-06-2019, 15:23
ჩინეთის გრან პრი: ქართველი ძიუდოისტები სამშობლოში ორი ბრინჯაოთი ბრუნდებიან
ჩინეთის გრან პრი: ქართველი ძიუდოისტები სამშობლოში...
27-05-2019, 02:59
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно