ეს ტრანსფერი მამუკა ჯუღელის დამსახურებაა! – გიორგი არაბიძე რუსეთში ითამაშებს

ეს ტრანსფერი მამუკა ჯუღელის დამსახურებაა! – გიორგი არაბიძე რუსეთში ითამაშებს

ახალი ამბები / ფეხბურთი
12-01-2021, 13:59
22 წლის ქართველი ფეხბურთელი, გიორგი არაბიძე კარიერას რუსეთში, ვოლგოგრადის „როტორში“ გააგრძელებს. ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

ბოლო წლებში, ახალგაზრდა ფეხბურთელი პორტუგალიური „ნასიონალის“ საკუთრება იყო და იჯარის წესით თურქულ „ადანასპორში“ თამაშობდა. ამჯერადაც, არაბიძე ახალ კლუბს 6-თვიანი იჯარით შეუერთდება.

„ვოლგოგრადულ გუნდთან კონტრაქტი უკვე გავაფორმე. მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ხაცკევიჩი უკრაინიდან მიცნობს. როდესაც ის კიევის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი იყო, მე დონეცკის „შახტარის“ დუბლშემადგენლობაში ვთამაშობდი. ეს ტრანსფერი მამუკა ჯუღელის დამსახურებაა, რომელიც მენდო და პორტუგალიიდან წამომიყვანა. ამისთვის მას მადლობას ვუხდი. მჯერა, რომ ამ ნდობას მოედანზე კარგი თამაშით გავამართლებ. ვოლგოგრადის „როტორმა“ ჩემს პორტუგალიურ გუნდთან, „ნასიონალთან“ მოილაპარაკა და ექვსთვიან იჯარაზე შეუთანხმდა. თუმცა, ამის შემდეგ მე პორტუგალიაში დაბრუნება არ მინდა, ხელშეკრულებაში კი ჩემი ტრანსფერის გამოსყიდვაც გათვალისწინებულია“, – ამბობს ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძის გარდა „როტორში“ 3 ქართველი თამაშობს – საბა კვირკველია, ბექა მიქელთაძე და ზურიკო დავითაშვილი.
კომენტარები
სამგურალი: კალანდარიშვილი ირლანდიური გამოცდილებით
სამგურალი: კალანდარიშვილი ირლანდიური გამოცდილებით...
10-01-2021, 08:50
მაიკონი კარიერას იტალიის სერია დ-ში გააგრძელებს
მაიკონი კარიერას იტალიის სერია დ-ში გააგრძელებს...
10-01-2021, 01:18
საქმე მეტად უცნაურ დაზიანებასთან გვაქვს – გენტის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე
საქმე მეტად უცნაურ დაზიანებასთან გვაქვს – გენტის...
9-01-2021, 14:21
შავი ღრუბელი ლამპარდის თავზე – ჩელსი ახალ მწვრთნელს ეძებსო
შავი ღრუბელი ლამპარდის თავზე – ჩელსი ახალ...
6-01-2021, 12:32
რუსეთში მყოფი ქართველი:"ბოდიშით, მაგრამ ვერ ვიტან საქართველოს"
რუსეთში მყოფი ქართველი:"ბოდიშით, მაგრამ ვერ ვიტან...
31-03-2020, 19:00
ალონსო მწვრთნელი გახდა
ალონსო მწვრთნელი გახდა...
12-07-2019, 09:06
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно