სამგურალი: კალანდარიშვილი ირლანდიური გამოცდილებით

სამგურალი: კალანდარიშვილი ირლანდიური გამოცდილებით

ახალი ამბები / საქართველო / ფეხბურთი
10-01-2021, 08:50
ეროვნულ ლიგაში აღზევებულ "სამგურალს", რომელიც ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა, კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს - 22 წლის ნიკა კალანდარიშვილი, რომელთანაც 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

არადა, ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ფლანგის ნახევარმცველია, იმერულ გუნდში შარშანდელი ზაფხულის შემდეგ ვარჯიშობდა, ურთიერთობის გაოფიციალურება კი ახლაღა მოხდა.

კალანდარიშვილი ბოლოს ირლანდიურ "ათლონ თაუნში" თამაშობდა. ამ კლუბის მაისურით მან ირლანდიის პირველ დივიზიონში (2018/19) 19 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მანამდე ის ჯერ თბილისის "დინამოსა" და "ლოკომოტივის" ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, ხოლო შემდეგ გორის "დილას" ღირსებას იცავდა.
კომენტარები
ბათუმის დინამომ ტორპედოს ლიდერი დაიმატა!
ბათუმის დინამომ ტორპედოს ლიდერი დაიმატა!...
4-01-2021, 00:46
ქეცბაია:'კახი კალაძემ გვიღალატა, როდესაც საკუთარ კარში 2 გოლი გაიტანა....."
ქეცბაია:'კახი კალაძემ გვიღალატა, როდესაც საკუთარ...
28-02-2020, 21:17
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно