ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში - საქართველოს ნაკრებისთვის პირველი დღე უმედლოდ დასრულდა

ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში - საქართველოს ნაკრებისთვის პირველი დღე უმედლოდ დასრულდა

ახალი ამბები / ძიუდო
20-11-2020, 12:04
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში სტარტი აიღო ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა, სადაც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.

პირველ საჭიდაო დღეს, ტატამზე 4 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა და სამწუხაროდ, მედლის მოპოვება ვერცერთმა მათგანმა მოახერხა.

60 კგ-ში, ლუხუმ ჩხვიმიანი პირველივე შეხვედრაში ბულგარელ გერჩევთან დამარცხდა. 66 კგ-ში, 1/2 ფინალში გავიდა ვაჟა მარგველაშვილი, თუმცა, ჯერ ებრაელ ფლიკერთან წააგო, ხოლო შემდეგ მოლდოველ ვიერუსთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

52 კგ წონით კატეგორიაში, ერთი შეხვედრა მოიგო ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა, შემდეგ კი ესპანელ პერესთან წააგო, ხოლო 57 კგ-ში, პირველივე ორთაბრძოლა დათმო ეთერ ლიპარტელიანმა - ის ჩეხმა ზემანოვმა დაამარცხა.

მეორე საჭიდაო დღეს ტატამზე ვაჟთა 73, 81 და ქალთა 63, 70 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გამოვლენ. საქართველოს ნაკრების ღირსებას კი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე (ორივე 81 კგ) დაიცავენ.
კომენტარები
ძიუდო ევროპა იწყება: რომელი სპორტსმენები გამოვლენ დღეს საქართველოს სახელით?
ძიუდო ევროპა იწყება: რომელი სპორტსმენები გამოვლენ...
19-11-2020, 12:55
ევროპის ჩემპიონატზე 11 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას
ევროპის ჩემპიონატზე 11 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს...
14-11-2020, 00:28
ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა...
12-12-2019, 15:39
ლაშა შავდათუაშვილი ტრავმის გამო ოსაკას გრანდ სლემს მეორე წრიდან გამოეთიშა
ლაშა შავდათუაშვილი ტრავმის გამო ოსაკას გრანდ...
23-11-2019, 19:14
ცინდაოს მასტერსზე მონაწილეობას 15 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს
ცინდაოს მასტერსზე მონაწილეობას 15 ქართველი...
13-11-2019, 00:52
თუშიშვილი და ბექაური ტაშკენტში იჭიდავებენ
თუშიშვილი და ბექაური ტაშკენტში იჭიდავებენ...
20-09-2019, 12:09
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно