

ჩრდ. მაკედონიასთან მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსი დაუდასტურდა
პოლიტიკა
11-11-2020, 15:29
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციაში ადასტურებენ.
სამწუხაროდ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული გუნდის ახალგაზრდა შემტევი ჩრდ. მაკედონიასთან, ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
გარცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად COVID-19-ით ინფიცირებულია საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, ლევან შენგელია, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.
შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის ფლეი-ოფის ფინალში „დინამო არენაზე“ ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს შეხვდება.
კომენტარები