კვარაცხელია დაშავდა

კვარაცხელია დაშავდა

ახალი ამბები / ფეხბურთი
18-10-2020, 00:16
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო. 19 წლის შემტევი კრასნოდართან (1:3) ლეონიდ სლუცკიმ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და თამაშამდე ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ეროვნული ნაკრებიდან ხვიჩა მიკროტრავმით დაბრუნდა.

რუსმა სპეციალისტმა ხვიჩას მე-2 ტაიმის დასაწყისში მოედანზე გასვლის შესაძლებლობა მაინც მისცა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა თამაში ვერ ჩაამთავრა და 85-ე წუთზე შეცვალეს. კვარაცხელიამ მინდორი საკუთარი ფეხით დატოვა და სავარაუდოდ, ფეხში დისკომფორტი განიცადა.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე სლუცკიმ ხვიჩას შესახებ მხოლოდ ის თქვა, რომ ტკივილმა მის თამაშზე იმოქმედა.

ჯერჯერობით, სხვა უფრო დეტალური და დამაიმედებელი ინფორმაცია არ გავრცელებულა. მოსალოდნელია, რომ მას სამედიცინო გამოკვლევა კვირას ჩაუტარდება.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგაში 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი მოიპოვა. საქართველოს ნაკრებში კი მიმდინარე შემოდგომაზე 4-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი მიითვალა და ერთხელაც პენალტი გამოიმუშავა.
კომენტარები
ხვიჩა კვარაცხელია ტურის სიმბოლურშია
ხვიჩა კვარაცხელია ტურის სიმბოლურშია...
6-10-2020, 00:13
კვარაცხელიამ გაიტანა: ბრწყინვალე გარღვევა და შესანიშნავი გოლი
კვარაცხელიამ გაიტანა: ბრწყინვალე გარღვევა და...
5-10-2020, 00:10
კვარაცხელიას გოლი და მოპოვებული პენალტი
კვარაცხელიას გოლი და მოპოვებული პენალტი...
28-09-2020, 00:07
რუბინმა დინამო მოსკოვი ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მოპოვებული თერთმეტმეტრიანით დაამარცხა
რუბინმა დინამო მოსკოვი ხვიჩა კვარაცხელიას მიერ...
14-09-2020, 00:00
როგორია მოედნიდან საკაცით გაყვანილი ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობა
როგორია მოედნიდან საკაცით გაყვანილი ხვიჩა...
14-09-2020, 00:00
ხვიჩა კვარაცხელია რუბინის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია რუბინის თვის საუკეთესო...
6-09-2020, 00:02
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно