'გულრწფელი დისკუსია გვქონდა' - თომას ტუხელმა ნეიმარზე ილაპარაკა

'გულრწფელი დისკუსია გვქონდა' - თომას ტუხელმა ნეიმარზე ილაპარაკა

ახალი ამბები / ფეხბურთი
18-10-2020, 00:07
პარი სენ-ჟერმენმა გუშინ სტუმრად ნიმს 4:0 მოუგო. ლიგა 1-ის ჩემპიონების რიგებში არ იყო ნეიმარი. ბრაზილიელი მატჩის განაცხადს მიღმა დარჩა. პარიზული გუნდის გულშემატკივრები ნერვიულობდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ნეიმარს ტრავმა აწუხებდა.

რატომ არ ითამაშა 28 წლის ფეხბურთელმა ნიმთან და როდის დაბრუნდება - ამის შესახებ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა ისაუბრა. საქმე იმაშია, რომ შემტევმა ბრაზილიის ნაკრებში 3 დღით ადრე პერუს წინააღმდეგ ითამაშა და ტუხელმა მისი დასვენება გადაწყვიტა.

გერმანელის თქმით, იგი ნეიმარს გაესაუბრა და გადაწყვიტეს, რომ მას დაესვენა, რათა ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მზად ყოფილიყო. ასე, რომ ბრაზილიელი მანჩესტერ იუნაიტედისთვის მზად იქნება.

"ნეის არანაირი პრობლემა არ აქვს. ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრეთ. ჩვენ გულწრფელი დისკუსია გვქონდა და გადავწყვიტეთ, რომ მას დაესვენა. იგი გუნდს ვარჯიშებზე დაუბრუნდება და მანჩესტერ იუნაიტედსთვის წინააღმდეგ სათამაშოდ მოემზადება. ის მოედანზე აუცილებლად იქნება", - განაცხადა ტუხელმა.
კომენტარები
გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს 10 დღეში დაუბრუნდება
გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს 10 დღეში დაუბრუნდება...
17-09-2020, 00:00
რივალდო: „ბარსაში ქაოსია და ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც ნეიმარი კატალონიურ გუნდში დაბრუნდება“
რივალდო: „ბარსაში ქაოსია და ვერ ვხედავ მიზეზს,...
4-09-2020, 00:19
L’Equipe: მესის მამამ პსჟ-ს შეატყობინა, რომ მისი შვილი "მანჩესტერ სიტიში" გადადის
L’Equipe: მესის მამამ პსჟ-ს შეატყობინა, რომ მისი...
29-08-2020, 14:12
ტუხელი: "ფინალში გასვლას ფანებს ვუძღვნით - მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ"
ტუხელი: "ფინალში გასვლას ფანებს ვუძღვნით - მათ...
19-08-2020, 13:09
ლოპეტეგი იმუქრება, "სევილია" ხელწამოსაკრავი გუნდი არ გეგონოთო
ლოპეტეგი იმუქრება, "სევილია" ხელწამოსაკრავი გუნდი...
12-08-2020, 12:10
სარი: ,,იმედია, რონალდუ ჩემპიონთა ლიგის......''
სარი: ,,იმედია, რონალდუ ჩემპიონთა ლიგის......''...
24-11-2019, 09:46
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно