რონალდუ: “ტყუილია, პროტოკოლი არ დამირღვევია”

რონალდუ: “ტყუილია, პროტოკოლი არ დამირღვევია”

ახალი ამბები / ფეხბურთი
17-10-2020, 00:08
ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ იტალიის სპორტის მინისტრს უპასუხა, რომელმაც ის პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულა, როდესაც ტურინში ინფიცირებული დაბრუნდა.

„კარგად და ასიმპტომური ვარ, წუხელ კარგად მეძინა. მადლობა შეტყობინებებისთვის, იმედი მაქვს, მალე ვარჯიშს დავუბრუნდები.
ტყუილია, რომ თითქოს პროტოკოლი დავარღვიე. იუვენტუსის და პორტუგალიის ნაკრებთან შეთანხმებით, ყველაფერი პროცედურის დაცვით გავაკეთეთ. იტალიელი კაცი, რომელსაც არ დავასახელებ, ამბობს, რომ წესებს არ ვიცავდი, მაგრამ ეს ტყუილია. არავისთან ურთიერთობა არ მქონია, არც ტურინში. ჩემი ოჯახი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობს და შესაბამისად, კონტაქტი არ გვქონია“, – თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი პორტუგალიის ნაკრებში დაუდასტურდა და ტურინში პირადი თვითმფრინავით დაბრუნდა. ამჟამად ის კარანტინში იმყოფება.
კომენტარები
სანტუში: ,,რონალდუ ამბობს, რომ უბრალოდ თამაში სურს''
სანტუში: ,,რონალდუ ამბობს, რომ უბრალოდ თამაში...
15-10-2020, 00:50
კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი დაუდასტურდა
კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი დაუდასტურდა...
13-10-2020, 21:27
დე ლუკა: “ნაპოლის” მადლობა უნდა უთხრან, რონალდუ ინფიცირებისგან ვიხსენით”
დე ლუკა: “ნაპოლის” მადლობა უნდა უთხრან, რონალდუ...
10-10-2020, 00:09
რონალდუმ ჯორჯინა როდრიგესს ხელი სთხოვა, კრიშტიანუ ქორწინდება
რონალდუმ ჯორჯინა როდრიგესს ხელი სთხოვა, კრიშტიანუ...
8-09-2020, 00:00
„რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაგამარცხა“ - კრიშტიანუს და ვან დეიკის ირონიულ განცხადებას გამოეხმაურა
„რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაგამარცხა“ -...
3-12-2019, 16:06
სარი: ,,იმედია, რონალდუ ჩემპიონთა ლიგის......''
სარი: ,,იმედია, რონალდუ ჩემპიონთა ლიგის......''...
24-11-2019, 09:46
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно