AS: მბაპე 2021 წლის ზაფხულში მიდის, მთავარი ფავორიტი გამოკვეთილია

AS: მბაპე 2021 წლის ზაფხულში მიდის, მთავარი ფავორიტი გამოკვეთილია

ახალი ამბები / ფეხბურთი
16-09-2020, 00:00
"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ კარიერა შეიძლება "რეალში" გააგრძელოს, წერს AS.

ავტოიტეტული ესპანური გამოცემის თანახმად, მომავალ ზაფხულს მადრიდული გრანდი 21 წლის ფრანგისთვის ბრძოლაში აქტიურად ჩაერთვება.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ მბაპემ პარიზელთა რიგების დატოვება გადაწყვიტა, რაც 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მოხდება.

მბაპე "პსჟ"-ს ღირსებას 2017 წლიდან იცავს - ამ დროის განმავლობაში მან 124 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 90 გოლი გაიტანა.

პარიზელთა რიგებში ახალგაზრდა სუპერვარსკვლავმა საფრანგეთის ჩემპიონატი (3-ჯერ), ქვეყნის თასი და ლიგის თასი მოიგო.
კომენტარები
მბაპე ატალანტასთან სათამაშოდ ემზადება
მბაპე ატალანტასთან სათამაშოდ ემზადება...
3-08-2020, 00:00
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно