"ბოლტს დავიმატებდი, მარტო სისწრაფე, რომ ..."-ანჩდლოტი

"ბოლტს დავიმატებდი, მარტო სისწრაფე, რომ ..."-ანჩდლოტი

ახალი ამბები / ფეხბურთი
15-09-2020, 14:03
ლონდონის ტოტენჰემის დამარცხების შემდეგ ევერტონის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ახალწვეულებზე ისაუბრა:

„თუ ფეხბურთელებმა იციან, როგორ უნდა ითამაშონ ფეხბურთი, მათ ადაპტაციისთვის დიდი დრო არ სჭირდებათ. ხამესმა იცის, რა უნდა გააკეთოს. იმავეს თქმა დუკურესა და ალანზეც შემიძლია.

გასულ სეზონში გვყავდა ფეხბურთელები, რომლებიც ბურთით კარგად თამაშობენ, თუმცა ბურთის გარეშე თამაში ამ სპორტში ძალიან მნიშვნელოვანია.

ხამესი მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი არ არის, მაგრამ მას სხვა პლუსები აქვს. მისი სისწრაფე არ მანაღვლებს. სისწრაფე ჩემთვის გადამწყვეტი რომ ყოფილიყო, მის მაგივრად უსეინ ბოლტს დავიმატებდი.“ - განუცხადა იტალიელმა BBC-ის.
კომენტარები
ანჩელოტი: „ჩემი აზრით, ის ერთ-ერთი საუკეთესო ჩამშლელია“
ანჩელოტი: „ჩემი აზრით, ის ერთ-ერთი საუკეთესო...
7-09-2020, 00:04
კაპელო: ,,მას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია''
კაპელო: ,,მას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია''...
3-08-2020, 00:02
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно