ლექსო ლაფანაშვილი: საჩემპიონო გუნდს ვაშენებთ

ლექსო ლაფანაშვილი: საჩემპიონო გუნდს ვაშენებთ

ახალი ამბები / კალათბურთი
15-09-2020, 00:09
თსუ-ს საკალათბურთო გუნდმა ახალი სეზონოსთვის სამზადისი დაიწყო. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთილებს ჯერ ფიზმომზადების სპეციალისტი ივიკო ერგემლიძე ტვირთავს, მოგვიანებით კალათბურთელები მოედანს დაუბრუნდებიან და დუდუ დადიანის მემორიალის დაყებამდე 2 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.

შარშან, დადიანის მემორიალი თსუ-მ დამაჯერებლად მოიგო, ფინალში "ბათუმი" 19 ქულის სხვაობით დაამარცხა. ტიტულის შენარჩუნება მარტივი არ იქნება, პანდემიის გამო შეწყეტილი პირველობის შემდეგ გუნდი თითქმის ყველა მოთამაშემ დატოვა. ახალ სეზონში ძველებიდან მხოლოდ უკანახაზელი ლუკა ზაქრაძე ითამაშებს და გუნდის კაპიტანიც ის იქნება. გუნდის გეგმების შესახებ თსუ-ს მთავარი მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი გვესაუბრა.

- პანდემიამ როგორც ყველას ჩვენც აგვირია გეგმები. ახალი გუნდის გაკეთება გვიწევს, რაც ორმაგად რთულია. ძველებიდან ლუკა ზაქრაძე დარჩა და კაპიტნობაც მას ჩავაბარეთ. დავიმატეთ ახალი მოთამაშეები, მათ შორის გამოცდილები - საბა ლობჯანიძე, მიხეილ ჭოჭუა, უახლოეს დროში თუ პანდემიამ არ შეგვაფერხა ველოდებით სამ ლეგიონერს ამერიკიდან.

ამერიკელები რომელ პოზიციაზე თამაშობენ და რამდენად დიდი იქნება მათი როლი ახალ სეზონში?

- ერთი გამთამაშებელია, ერთი მძიმე ფორვარდი და ერთიც ცენტრალური თავდამსხმელი. რა თქმა უნდა, იმიტომ ვიმატებთ რომ გავძლიერდეთ და ამ სეზონშიც მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ, თუმცა მათ მოუწევთ ადგილობრივებთან კონკურენცია, დამწყებ ხუთეულში გარანტირებული ადგილი არავის ექნება.

შეწყვეტილ სეზონში თსუ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და საჩემპიონო ამბიციებიც ჰქონდა. რას უნდა ელოდოს გულშემატკივარი ახალი სეზონიდან?

- გვინდა ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. ეს არ იქნება მარტივი, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობისგან მხარდაჭერას ვგრძნობთ და გვჯერა ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება შეგვიძლია. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, დუდუ დადიანის მემორიალის დაწყებამდე დარჩენილი დრო, რომელიც ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ და ბიჭები შევათამაშოთ. იმედია ლეგიონერებიც მალე ჩამოვლენ და ადაპტაციას მოასწრებენ.

როგორია თქვენი გეგმა მომდევო ერთი თვის განმავლობაში. შეკრებას სად გაივლით?

- ვარჯიში 4 სექტემბერს დავიწყეთ. გუნდს ივიკო ერგემლიძე ტვირთავს. პერიოდულად დარბაზში შევდივართ და მსუბუქად, სროლებზე ვვარჯიშობთ. ბათუმში გვინდოდა შეკრება, მაგრამ პანდემია გვაფერხებს. შევეცდებით გამოსავალი ვიპოვოთ და გუნდი 10-დღიან შეკრებაზე შევუშვათ. მოთამაშეებს ერთად ყოფნა და მიჩვევა სჭირდებათ. დუდუ დადიანის მემორიალამდე 2 ამხანაგურ მატჩსაც გავმართავთ.

- შარშან დუდუ დადიანის მემორიალი დამაჯერებლად მოიგეთ. წელს რა იქნება თქვენი მიზანი ტიტულის დაცვა თუ ტურნირის მოსამზადებლად გამოყენება?

- ორივე. ტიტულს მარტივად არ დავთმობთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ეს იოლი არ იქნება, მაგრამ ამბიციური გუნდის გაკეთებას ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, შეჯიბრებაზე დიდი დრო დაეთმობა ახალი გუნდის მშენებლობის და მეტოქეთა შესაძლებლობებზე დაკვირვების პროცესს.
თსუ-ს შემადგენლობა:
მიხეილ ჭოჭუა
საბა ლობჯანიძე
მაიზერ რევაზაშვილი
ლუკა სიხარულიძე
ლუკა ზაქრაძე
არჩილ პულუზაშვიკი
ერეკლე ლორთქიფანიძე
დაჩი დავალაძე
გიორგი მახნიაშვილი
გიორგი მესხი
გუჯა ხვედელიძე
კომენტარები
რეალი" ახალი სეზონის წინ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს
რეალი" ახალი სეზონის წინ ორ ამხანაგურ მატჩს...
7-09-2020, 10:52
ლუკა ზარანდიამ ყაზახეთის ჩემპიონატი დატოვა
ლუკა ზარანდიამ ყაზახეთის ჩემპიონატი დატოვა...
28-07-2020, 12:10
მონაკო რობერტ მორენოს გაათავისუფლებს
მონაკო რობერტ მორენოს გაათავისუფლებს...
19-07-2020, 00:00
თბილისის ლოკომოტივის ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილია
თბილისის ლოკომოტივის ახალი მთავარი მწვრთნელი...
7-07-2020, 00:00
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно