"ატლეტიკო" დილემის წინაშე - ხიმენესი თუ 89 მილიონი?

"ატლეტიკო" დილემის წინაშე - ხიმენესი თუ 89 მილიონი?

ახალი ამბები / ფეხბურთი
15-09-2020, 00:06
ესპანურ პრესაში ძალიან საინტერესო ინფორმაციამ გაჟონა. თურმე "მანჩესტერ სიტი" "ატლეტიკოს", ხოსე ხიმენესის სანაცვლოდ, მსუყე, 89 მილიონ ევროს სთავაზობს. 

აღნიშნული ფაქტის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა AS იტყობინება. სხვათა შორის, წინა კვირას მადრიდელებმა "სიტის" 70-მილიონიანი შეთავაზება დაბლოკეს. "თეთრ-წითლების"
ბანაკში ურუგვაელი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ, გამოსასყიდი თანხის, 120 მილიონი ევროს მიღება სურთ. მანჩესტერელთა მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას კი დაცვის ცენტრში შემკვრელი, უმაღლესი დონის მცველი ჰაერივით სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში "სიტიმ" მცველებში დაახლოებით 500 მილიონი ევრო დახარჯა, პეპმა  იდეალურ ტანდემს მაინც ვერ მიაგნო. 

ამიტომაც "სიტის" მესვეურები მზად არიან, ხსენებულ 89 მილიონს კიდევ 5 მილიონი ევრო დაამატონ ბონუსების სახით. 


ვნახოთ, რა მოხდება. 25 წლის ურუგვაელი "ატლეტიკოში" 2013 წლიდან ასპარეზობს და  ამ დროში 191 მატჩის ჩატარება და 8 გოლის გატანაც მოასწრო.
კომენტარები
სიტიში 70 მილიონი გაამზადეს
სიტიში 70 მილიონი გაამზადეს...
7-09-2020, 10:54
მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა "ბარსელონას" გარემარბ ანსუ ფატის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო გადახადოს.
მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა "ბარსელონას" გარემარბ...
21-06-2020, 00:01
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно