ქვილითაიას ბელგიური კლუბი იწვევდა, მაგრამ "ანორთოსისი" აირჩია

ქვილითაიას ბელგიური კლუბი იწვევდა, მაგრამ "ანორთოსისი" აირჩია

ახალი ამბები / ფეხბურთი
15-09-2020, 00:05
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გიორგი ქვილითაიას „გენტიდან“ ფამაგუსტას „ანორთოსისში“ გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია და ჩვენებურს კვიპროში უკვე ელოდებიან.


Voetbalkrant-ის ინფორმაციით, ქვილითაიას ბელგიის იუპილერ ლიგის ბინადარი „ვაასლანდ ბევერენიც“ იწვევდა, მაგრამ შეთავაზებაზე უარი თქვა და კვიპროსში, თემურ ქეცბაიასთან წასვლა ამჯობინა.

თუ ტრანსფერი დადასტურდება, გიორგი „ანორთოსისში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს. მას „გენტთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

ქართველმა თავდამსხმელმა „ბუფალოს“ ღირსება 2018 წლიდან 46 მატჩში დაიცვა და 7 გოლის გატანა და 7 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.
კომენტარები
დაუშვილმა „ანორთოსისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა
დაუშვილმა „ანორთოსისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა...
13-07-2020, 14:59
კვიპროსული გამოცემა: ქეცბაია მეკარეს ეძებს
კვიპროსული გამოცემა: ქეცბაია მეკარეს ეძებს...
15-06-2020, 16:27
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно