"პანღურებს ნუ მირტყამ, ყ...ო" - მესიმ ნერვები ვერ მოთოკა

"პანღურებს ნუ მირტყამ, ყ...ო" - მესიმ ნერვები ვერ მოთოკა

ახალი ამბები / ფეხბურთი
15-09-2020, 00:02
ტარაგონის "ხიმნასტიკის" ნახევარმცველმა ხავიერ რიბელესმა განაცხადა, რომ "ბარსელონასთან" გამართული ამხანაგური მატჩის (1:3) დროს კატალონიელთა კაპიტანმა ლიონელ მესიმ ერთ-ერთ ეპიზოდში ნერვები ვერ მოთოკა.

"ჩვენი პატარა კონფლიქტის დროს მესიმ მითხრა: "შეწყვიტე, პანღურებს ნუღარ მირტყამ, იდიოტო", - განაცხადა რიბელესმა El Chiringuito TV-სთან საუბარში.

თუმცა, რამდენიმე ესპაური საიტის მიხედვით, ლეომ არა იდიოტი, არამედ "ის" სიტყვა გამოიყენა და მეტოქეს ასე მიმართა.

არგენტინელმა ვარსკვლავმა "ხიმნასტიკთან" გამართული თამაშის პირველი ნახევარი ჩაატარა, მეორე ტაიმში კი მის ნაცვლად მოედანზე მარტინ ბრაიზვაითი შევიდა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
კომენტარები
ლა ლიგაში შესრულებული თერთმეტმეტრიანების რაოდენობით მესი მეორე ადგილზე გადავიდა
ლა ლიგაში შესრულებული თერთმეტმეტრიანების...
17-06-2020, 17:34
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно